არარატ მირზოიანი - სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობას ვინარჩუნებთ და ვამყარებთ, თეორიულად, აქედან არცერთი არაა მიმართული მესამე პარტნიორის წინააღმდეგ, რუს პარტნიორებს თუ ეს არ მოსწონთ, ძნელი გასაგებია, რატომ?
თეორიულად, არცერთი ურთიერთობა არ არის მიმართული მესამე პარტნიორის წინააღმდეგ, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი განაცხადა.
მირზოიანი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „სომხეთს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს“.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ვინარჩუნებთ და ვამყარებთ პარტნიორობას, მათ შორის, სტრატეგიულს. თეორიულად, ამ ურთიერთობებიდან არცერთი არ არის მიმართული მესამე პარტნიორის წინააღმდეგ. იგივე ეხება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩვენსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. არცერთი მათგანი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ამავდროულად, ჩვენი დღის წესრიგი საჯაროა და დოკუმენტირებული. ჩვენ სხვადასხვა სფეროში ვცდილობთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. ბოლო დროს ძირითადად აქცენტი კეთდება ციფრულ დღის წესრიგზე, ხელოვნურ ინტელექტზე, კიბერდანაშაულთან ბრძოლაზე, ეკონომიკური კავშირების სტიმულირებაზე და ა.შ. ასევე, მაგალითად, სომხეთში დემოკრატიის მდგრადობის მხარდაჭერასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ჩვენს რუს პარტნიორებს თუ ეს არ მოსწონთ, გარკვეულწილად ძნელი გასაგებია, რატომ? თუ ეს მაინც არ მოსწონთ, მაშინ იქნებ მათაც უნდა სცადონ, რომ გაგვიგონ“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.