არარატ მირზოიანი – აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები ზოგჯერ ავრცელებენ განცხადებებს, რომლებიც ხელს არ უწყობს მშვიდობას
აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები ზოგჯერ ავრცელებენ განცხადებებს, რომლებიც ხელს არ უწყობს მშვიდობას, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ ის ვითარებას მთლიანად დადებითად არ წარმოაჩენს და არსებულ პრობლემებს აღიარებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეუძლებელია ყველა პოსტკონფლიქტური საკითხის ერთდროულად მოგვარება და, იურიდიული და სახელშეკრულებო საკითხების გარდა, აუცილებელია საზოგადოებებს შორის შერიგებაც, რაც დროს მოითხოვს.
მშვიდობის ეკონომიკურ საფუძვლებზე საუბრისას მირზოიანმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ინტერესები მის შენარჩუნებას უნდა უწყობდეს ხელს.
„პირიქით, მე ვამბობ, რომ ორმხრივი სარგებელი ყველაფრის გარანტიაა – წარმატების, მშვიდობის. მე ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესები, აზერბაიჯანსაც აქვს ინტერესები და შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ მესამე ქვეყანასაც აქვს ინტერესები“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.