არალეგალი მიგრანტები ნიუ იორკში მართვის მოწმობის მიღებას სავარაუდოდ დეკემბრიდან შეძლებენ
არალეგალი მიგრანტები ნიუ იორკში მართვის მოწმობის მიღებას სავარაუდოდ დეკემბრიდან შეძლებენ

არალეგალი მიგრანტები ნიუ იორკში მართვის მოწმობის მიღებას სავარაუდოდ დეკემბრიდან შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ფედერალურმა სასმართლომ გამოიტანა.

ე.წ. მწვანე შუქის კანონი სენატმა ივნისში მიიღო. კანონს ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ მოაწერა ხელი. კანონის საფუძველზე არალეგალ მიგრანტებს ავტომობილის მართვის უფლების მიღება შეეძლოთ. სწორედ აღნიშნული კანონი გაასაჩივრეს სასამართლოში. სარჩელის ავტორი ამტკიცებდა, რომ არალეგალი მიგრანტებისთვის მართვის მოწმობის გაცემა არაკონსტიტუციურია. საქმის განხილვის შემდეგ მოსამართლემ ჩათვალა, რომ საჩივარი უსაფუძვლოა.

როგორც „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის კანონის ამოქმედებას, თუმცა მანამდე სასამართლომ კიდევ ერთი საჩივარი უნდა განიხილოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფედერალური სასამართლო ამ სარჩელსაც არ დააკმაყოფილებს, მაშინ 14 დეკემბერს კანონი ძალაში შევა და არალეგალი მიგრანტები ნიუ იორკში მართვის მოწმობის მიღებას შეძლებენ.

დატოვე კომენტარი