არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ქალაქ შუშიდან ხუთ კილომეტრში იმყოფება
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ქალაქ შუშიდან ხუთ კილომეტრში იმყოფება

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერი არაიკ არუთუნიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმია ქალაქ შუშიდან ხუთ კილომეტრში იმყოფება. არუთუნიანმა მოსახლეობას ქალაქის დაცვისკენ მოუწოდა.

„როგორც ამბობენ, ვინც შუშას ფლობს, ის მთლიანად არცახს ფლობს. მინდა, გავაცნობიეროთ ეს მომენტი. უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა არუთუნიანმა.

შუშა მთიან ყარაბაღში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.