არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ქალაქ შუშას დაბომბვის შესახებ იუწყება

13:49, 28.10.2020

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ქალაქ შუშას დაბომბვის შესახებ იუწყება. მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

გავრცლებული ინფორმაციით, ქალაქში საარტილერიო სისტემა „სმერჩის“ რაკეტები ჩამოვარდა. აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება ჯერ სხვა წყაროებიდან ვერ ხერხდება.

ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზეა და არაღარებული მთიანია ყარაბაღის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარეობს.

მსგავსი