არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. რესპუბლიკის აღიარების თხოვნით მიმართავს
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. რესპუბლიკის აღიარების თხოვნით მიმართავს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას ე.წ. რესპუბლიკის აღიარების თხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აღიარო არცახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არცახის მოქალაქეების სიცოცხლისა და მშვიდობიანი განვითარების უფლების უზრუნველყოფის მიზნით. შექმნილ პირობებში არცახის საერთაშორისო აღიარება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის ერთადერთი ქმედითი მექანიზმია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. მას ოფიციალურად გაერო-ს არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს.