არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ შეტაკებების დროს 16 სამხედრო დაიღუპა, 100 კი დაიჭრა
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ შეტაკებების დროს 16 სამხედრო დაიღუპა, 100 კი დაიჭრა

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში იუწყებიან, რომ შეტაკებების დროს 16 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, კიდევ 100 კი დაიჭრა. თუმცა, როგორც სომხეთის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, აზერბაიჯანის დანაკარგი გაცილებით დიდია.

ერევანში ამტკიცებენ, რომ დაღუპულია 200 აზერბაიჯანელი სამხედრო, განადგურებულია 30 ერთეული ჯავშანტექნიკა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ ეტაპზე აზერბაიჯანის მხარე დაღუპულების საერთო რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა მათი ცნობით, სომეხი ჯარისკაცების მხრიდან სროლის შედეგად დაღუპულთა შორის არის ერთი ოჯახის ხუთი წევრი. იუწყებიან 19 მოქალაქის დაჭრის შესახებაც.