არად ბენკო - მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ყალბი ამბების მახეში არ გაებმება
არად ბენკო - მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ყალბი ამბების მახეში არ გაებმება

მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ყალბი ამბების მახეში არ გაებმება, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, სამყაროში ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო, რომელთაც საკუთარი პოლიტიკა დაფუძნებული აქვთ ფაქტებზე.

„მნიშვნელოვანია, საქართველომ ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, რადგან განათლებული ადამიანი ყალბი ამბების მახეში არ გაებმება, რომლითაც თქვენი ჩრდილოელი მეზობელი ხშირად თამაშობს. ვსაუბრობ ზოგადად, მე არც ისე ცოტა რამ ვიცი მომხდარის შესახებ. ზოგადად, გარშემო ბევრი ყალბი ამბავია. ეს ხშირად გამიზნულად კეთდება, რათა გააღიზიანონ ხალხი, რათა მათ ვეღარ შეძლონ ამ ყალბი ამბების უკან არსებული რეალობის დანახვა“, – განაცხადა ელჩმა.