არაბულმა კოალიციამ იემენში, სანას აეროპორტზე იერიში მიიტანა

07:55, 02.11.2018

არაბულმა კოალიციამ იემენში, სანას აეროპორტზე, საიდანაც  ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ხდებოდა, იერიში მიიტანა. ამის შესახებ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

თურქ ალ-მალიქის თქმით, “მეთაურობამ ერთობლივი ძალებით დაიწყო წერტილოვანი სამხედრო ოპერაცია ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტოების გასანადგურებლად, რომელთა გაშვებაც სანას აეროპორტიდან და ად-დელმის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან ხორციელდებოდა”.

კოალიციაში აცხადებენ, რომ იერიშს სანას აეროპორტის ფუნქციონირებაზე გავლენა არ მოუხდენია და გაეროსა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების თვითმფრინავები განრიგის მიხედვით დაფრინავენ.

მსგავსი