არაბული მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სირიელი მებრძოლები დახოცეს

12:50, 03.10.2020

მთიან ყარაბაღში 28 სირიელი მებრძოლი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ არაბია“, „სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კონფლიქტის დაწყებისას თურქეთმა აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიის ჩრდილოეთიდან 850-ზე მეტი მებრძოლი გაგზავნა.

ყარაბაღში სირიელების დაღუპვა სააგენტო „ფრანს პრესს“, თავად ჯარისკაცების ნათესავებმა დაუდასტურეს.

სომხეთი კონფლიქტის ზონიდან სირიელი მებრძოლების გაყვანას ითხოვს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ქალაქ ალეპოს „ჯიჰადისტური ჯგუფებიდან“ 300 სირიელი მებრძოლი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში გადავიდა, საიდანაც აზერბაიჯანში გაგზავნეს.

მსგავსი