არაბული მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ქალაქი ღაზა დაბომბა, საჰაერო თავდასხმა განახორციელა ხან იუნისზეც

14:25, 03.11.2025
Smoke rises following an Israeli strike amid an Israeli operation, as seen from central Gaza Strip September 25, 2025. REUTERS/Mahmoud Issa

Smoke rises following an Israeli strike amid an Israeli operation, as seen from central Gaza Strip September 25, 2025. REUTERS/Mahmoud Issa

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ქალაქი ღაზა დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ქალაქის აღმოსავლეთ ზონებზე მიიტანეს.

არაბული მედია წერს, რომ ისრაელის არმიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ქალაქ ხან იუნისზეც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ არაბულ ანკლავში დაღუპულთა რიცხვი 236-მდე გაიზარდა.

არაბული მედიის თანახმად, ორი პალესტინელი, მათ შორის ერთი მოზარდი, დაიღუპა ისრაელის ძალებისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები პირების თავდასხმების შედეგად.

მსგავსი