არაბული დაბრუნდა, „პანიონიოსმა“ შანსი შეინარჩუნა
არაბული დაბრუნდა, „პანიონიოსმა“ შანსი შეინარჩუნა

ბაჩანა არაბული „პანიონიოსს“ დაუნრუნდა და მზადაა, საბერძნეთის სუპერლიგის დარჩენილ ტურებში გუნდს დაეხმაროს.

„არაბული გუნდის საუკეთესო თავდამსხმელია. საბერძნეთის სუპერლიგის პლეიოფების პირველ შეხვედრაში ის „ვოლოსთან“ პირველივე მატჩში დაშავდა, შემდეგ კი „ასტერასთან“ და „ლამიასთან“ დაპირისპირებები გამოტოვა. მაგრამ ახლა ის მზადაა, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლეონიდას ვოკოლოსს ძალიან ახარებს და აიმედებს“ – წერს ბერძნული გამოცემა „სპორტ24“.

საბერძნეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „ქსანტისთან“ მატჩში, 26 წლის ქართველი თავდამსხმელი „პანიონიოსის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. გამოცემის ცნობით, „პანიონიოსის“ მთავარმა მწვრთნელმა არ გარისკა.

„პანიონიოსმა“ „ქსანტი“ 2:1 დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩენსი შანსი შეინარჩუნა. გუნდმა 21 ქულა დააგროვა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება „ქსტანტსა“ და „პანაიტოლიკოსს“.

შეგახსენებთ, რომ „პანიონიოსის“ გულშემატკივრებმა ბაჩანა არაბული სეზონის რეგულარული ეტაპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.