არაბული არხი „ალ-არაბი“ იუწყება, რომ „ჰამასი“ მალე 13 მძევალს გაათავისუფლებს
არაბული არხი „ალ-არაბი“ იუწყება, რომ „ჰამასი“ მალე 13 მძევალს გაათავისუფლებს

არაბული არხი „ალ-არაბი“ იუწყება, რომ „ჰამასი“ მალე ისრაელს 13 ცოცხალ მძევალს გადასცემს. მათივე ცნობით, შესაბამისად, ისინი იქნებიან ბოლო ცოცხალი მძევლები, რომლებსაც დაჯგუფება გაათავისუფლებს.

„ჰამასის“ არხი „შეჰაბი“ იუწყება, რომ დარჩენილი მძევლების გადაცემა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მოხდება.

ცნობისთვის, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება.

გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.