არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელში საელჩო გახსნა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელში საელჩო გახსნა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელში საელჩო გახსნა. დიპლომატიური მისია თელ-ავივში, საფონდო ბირჟის შენობაშია განთავსებული. „როიტერის“ ცნობით, საელჩოს დროშის აღმართვის ცერემონიას ისრაელი პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავისი საელჩო ისრაელმა გახსნა.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ გასულ წელს განაცხადეს.