არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, დუბაის საამიროს მმართველი, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი და აბუ-დაბის საამიროს უფლისწული, არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – წარმატებას, პროგრესს და კეთილდღეობას თქვენი ლიდერობით“, – აღნიშნულია მილოცვაში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.