არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - რეგიონში ტემპერატურა დუღილის წერტილს უახლოვდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კონფლიქტი დაუყოვნებლივ დასრულდეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - რეგიონში ტემპერატურა დუღილის წერტილს უახლოვდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კონფლიქტი დაუყოვნებლივ დასრულდეს

რეგიონში ტემპერატურა დუღილის წერტილს უახლოვდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, ნურა ალ-ქააბიმ განაცხადა.

ალ-ქააბიმ აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფო, რომელმაც 2020 წელს დაამყარა სრული დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით, „დაუღალავად“ მუშაობს ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

„კონფლიქტის რეგიონული გავრცელების და შემდგომი ესკალაციის რისკი რეალურია, ასევე რისკი, რომ სიტუაციით ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ისარგებლონ იდეოლოგიების ხელშეწყობისთვის, რაც ძალადობის ციკლებში დაგვაკავებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა და დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს კონფლიქტი“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წარმომადგენელმა.