არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა
არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ტელეარხ „ალ მაიადინის“ ინფორმაციით, აფეთქების ხმა ელ-ფუჯაირას პორტში დღეს დილით გაისმა. შედეგად რამდენიმე ტანკერზე ხანძარი გაჩნდა.

ჟურნალისტების ცნობით, ცეცხლი ამჟამად უკიდია ნავთობით დატვირთულ 10-მდე გემს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

დატოვე კომენტარი