არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანისა და ბაჰრეინის ავიაკომპანიები დამასკოში ავიარეისების აღდგენას გეგმავენ
არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანისა და ბაჰრეინის ავიაკომპანიები სირიის დედაქალაქში პირდაპირი ავიარეისების აღდგენას გეგმავენ. დამასკოს აეროპორტის ტექნიკური მდგომარეობისა და მზადყოფნის ხარისხის შესამოწმებლად სირიის დედაქალაქში უკვე იმყოფებოდა ავიაკომპანია Oman Air-ის დელეგაცია.
გასული წლის დეკემბერში, ექვსწლიანი წყვეტის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დამასკოში საელჩო გახსნა. სირიის დედაქალაქში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას ბაჰრეინი და ქუვეითი გეგმავენ.