არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულმა პირველმა რეზიდენტმა ელჩმა საქართველოში, ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.