არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში საქართველოს დახმარებით დაბრუნდებიან

18:06, 16.04.2020

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარჩენილი სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში საქართველოს დახმარებით დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, საქართველოში სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხური მედია წერს, რომ კომპანია „ფლაი დუბაი“ დუბაი-თბილისის რეისის შესრულებას საქართველოს მოქალაქეების გადასაყვანად გეგმავს. სომხეთის საელჩოს შუამავლობით, ამავე რეისით სომხეთის მოქალაქეების ევაკუაციაც მოხდება.

ფრენა 21 აპრილს შესრულდება.

სომხეთის მოქალაქეებს თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში ავტობუსებით გადაიყვანენ.

მსგავსი