არაბთა გაერთიანებული საამიროები რაჭაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს

19:02, 04.08.2023

არაბთა გაერთიანებული საამიროები რაჭაში მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო საქართველოს სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ ნათქვამია საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები გულწრფელ სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს რაჭის რეგიონში მეწყერის გამო, რომლის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა და რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს არაბთა გაერთიანებული საამიროების გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობისადმი, ასევე მსხვერპლთა ოჯახებისადმი და ყველა დაშავებულს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი