არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ტელეკომუნიკაციების შენობაზე ირანული დრონით თავდასხმა მოხდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ირანული დრონით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ფუჯაირაში, ტელეკომუნიკაციების შენობაზე განხორციელდა, რის შედეგადაც ის დაზიანდა. იერიშის სამიზნე გახდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტელეკომუნიკაციების კომპანიის, du-ს შენობა.
როგორც მედია ფუჯაირას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.