არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ეს ახლო აღმოსავლეთში ახალი ტიპის დაავდების გამოვლენის პირველი შემთხვევაა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაავადებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათივე ინფორმაციით,  დაავადებულები წარმოშობით ჩინეთის ხუბეის პროვინციიდან არიან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ითვლება. უწყებას დაავადებულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ცნობით, ყველა დაავადებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი ტიპის ვირუსით უკვე 130-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.