არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის შესახებ არაოფიციალური ინფორმაციის გავრცელებაზე ჯარიმა დაწესდა

18:28, 18.04.2020

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყველა, ვინც ახალი კორონავირუსის შესახებ არაოფიციალურ ცნობებს გაავრცელებს, 20 000 დირჰამით (5 500 დოლარი) დაჯარიმდება, – „რიოტერის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მმართველობამ საამიროებში არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო.

„კოვიდ-19“-ს ქვეყნის მასშტაბით 37 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფექცია სულ 6 300 პაციენტს აქვს დადასტურებული.

„ნებისმიერი პირისთვის აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გავრცელება და გაზიარება, ან ისეთი სამედიცინო რჩევების გაცემა, რომელიც არასწორია ან ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მსგავსი