არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ირანული რაკეტის განეიტრალების შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რაკეტის განეიტრალების შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა „ირანის ბალისტიკური რაკეტებით აშკარა თავდასხმის“ მსხვერპლი გახდა.
გავრცელებული ცნობით, ნამსხვრევები დასახლებულ ზონაში ჩამოცვივდა და, მსხვერპლთან ერთად, მატერიალური ზარალი გამოიწვია.
სამინისტრო გმობს თავდასხმას, როგორც „სახიფათო ესკალაციას“ და „ლაჩრულ ქმედებას“ და ხაზს უსვამს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „იტოვებს პასუხის სრულ უფლებას“.