არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ირანის თავდასხმისგან თავის დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებენ
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანის თავდასხმისგან თავის დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს. ამის შესახებ „ბიბისი“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი „მოქმედებენ თავდაცვის მიზნით ირანის სასტიკი და უსამართლო აგრესიის წინააღმდეგ“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. განცხადების თანახმად, ასეთი ქმედებები საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს და არღვევს არაბთა გაერთიანებული საამიროების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა არ ისწრაფვის კონფლიქტის გაფართოებისა და ესკალაციისკენ.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები არ ცდილობს, ჩაერთოს რაიმე კონფლიქტში ან ესკალაციაში, თუმცა ადასტურებს სრულ უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.