არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის უფლებამოსილების ქვეშ არასდროს ყოფილა

17:21, 12.04.2026

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე არც არასდროს ყოფილა ირანის უფლებამოსილების ქვეშ.

ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის მინისტრი და აბუ დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი სულთან აჰმედ ალ-ჯაბერი სოციალურ ქსელში წერს.

„ამის ნებისმიერი მცდელობა არ არის რეგიონული საკითხი. ეს არის გლობალური ეკონომიკური სიცოცხლის შეფერხება და პირდაპირი საფრთხე ყოველი ქვეყნის ენერგეტიკული, სასურსათო და ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის“, – წერს ალ-ჯაბერი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტის შექმნა უკანონო, საშიში და მიუღებელია და მსოფლიომ ეს არ უნდა დაუშვას.

მსგავსი