არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა სირიის დედაქალაქში საელჩო გახსნა
არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ სირიის დედაქალაქში საელჩო გახსნა. ქვეყანა პირველია სპარსეთის ყურის რეგიონიდან, რომელმაც დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა. ოფიციალურ ცერემონიას ერაყელი და აფრიკული ქვეყნების დიპლომატებიც ესწრებოდნენ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შეფასებით, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხრიდან საელჩოს გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე დადებითად აისახება და პოზიტიური სიგნალი იქნება სხვა ქვეყნებისთვის.