„არა მიშას“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა
„არა მიშას“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა

„არა მიშას“ – ამ სახელწოდებით ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.

ბაიკერებმა პროტესტი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მხარს უჭერენ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მათი თქმით, „სისხლიანი რეჟიმის დაბრუნებას არ დაუშვებენ“.

„ჩვენი მიზანია, შევაფხიზლოთ მოქალაქეები და ვუთხრათ, რომ გვერდზე გადადონ პირადი წყენა და არ დაუშვან სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება“, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა შაკო ლალიაშვილმა.