„არა ჩაბეტონებას“- სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა „ბათუმობის“ პარალელურად აქცია გამართა
„არა ჩაბეტონებას“- სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა „ბათუმობის“ პარალელურად აქცია გამართა

„არა ჩაბეტონებას“- სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა „ბათუმობის“ პარალელურად დღეს ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ქალაქში ქაოტური მშენებლობები გააპროტესტეს.

მოგვიანებით, აქტივისტებმა ევროპის მოედნიდან ბათუმის ბულვარში გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს და საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. აქტივისტები ამბობენ, რომ აქცია განგებ დაამთხვიეს „ბათუმობას“ და ამ გზით სცადეს, საკუთარი გზავნილები უფრო მეტი ადამიანისთვის გაეცნოთ.