აქტივისტ ნიკო მანაგაძეს სასამართლომ ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

21:37, 16.12.2024

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მიიღო.

ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით ორი დღის წინ დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი