„აქსიოსის“ ჟურნალისტი – ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტზე, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ეძღვნება, აშშ-მა ასევე მიიწვია სომხეთი, აზერბაიჯანი და ზოგიერთი წყაროს ცნობით, ირანი
ეგვიპტეში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ეძღვნება, აშშ-მა ასევე მიიწვია სომხეთი, აზერბაიჯანი და ზოგიერთი წყაროს ცნობით ირანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსის“ ჟურნალისტი ბარაკ რავიდი ავრცელებს.
„აქსიოსის“ ჟურნალისტის თქმით, აშშ-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა მოწვეულთა სია და დაამატა ესპანეთი, იაპონია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი, ინდოეთი, სალვადორი, კვიპროსი, საბერძნეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი და კანადა.
ბარაკ რავიდის ინფორმაციით, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანიც არის მიწვეული, თუმცა სამიტში ისრაელი არ მიიღებს მონაწილეობას.
🚨Following up on my story from yesterday: The U.S. State Department today issued an official invitation to the leaders’ summit on Gaza, which will be held on Monday in Sharm El-Sheikh
🚨The U.S. has significantly expanded the list of invitees, adding Spain, Japan, Azerbaijan,… https://t.co/LGnd88XRLW pic.twitter.com/yzLjKevAaZ— Barak Ravid (@BarakRavid) October 11, 2025