„აქსიოსი“ - ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ევროპაში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან
„აქსიოსი“ - ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ევროპაში გაემგზავრებიან, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ევროპაში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან საუბრის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

ამჟამად სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კრემლში იმყოფებიან, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა დაიწყოს.

ეს უიტკოფის მეექვსე შეხვედრაა პუტინთან რუსეთში და მათი პირველი პირისპირ მოლაპარაკებებია აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ, რომელიც ალასკაში აგვისტოში გაიმართა. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც მოლაპარაკებებს კუშნერი დაესწრება.