„აქსიოსი“ – ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა, რაზეც ტრამპმა უარი განაცხდა

12:33, 14.03.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სპარსეთს ყურეში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ წინადადებით პუტინმა დონალდ ტრამპს 9 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიმართა.

როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინის შეთავაზება უარყო.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი წინადადება პირველად არ გაჟღერებულა.

„აშშ-ის პოზიციაა, რომ ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ურანის შენახვის უსაფრთხოებაში“, – განაცხადებს „აქსიოსთან“ საუბარში ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

როგორც მედია წერს, თეირანს ამჟამად დაახლოებით 450 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი აქვს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ურანის ამ მარაგის 90%-მდე გამდიდრება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი, რაც ირანს 10 ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

მსგავსი