„აქსიოსი“ – უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბოლო პროექტთან დაკავშირებით პასუხი დაუბრუნა
უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ბოლო პროექტზე პასუხი გადასცა. შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში ამერიკული გამოცემის, Axios-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი ავრცელებს.
მისი ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მას ამერიკელმა და უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა დაუდასტურეს.
ამასთან, უკრაინული პასუხის შინაარსი, ისევე როგორც ამერიკული მხარის რეაქცია უცნობია.
აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე უკრაინის მიერ პასუხის გადაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ბლუმბერგიც“.
მანამდე პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით უკრაინისა და ევროპის შეთავაზებებზე მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე დასრულებულია.
🚨🇺🇦🇺🇸Ukraine gave the Trump administration on Wednesday its response for the latest draft of the U.S. peace plan, Ukrainian and U.S. officials told me
— Barak Ravid (@BarakRavid) December 10, 2025