„აქსიოსი“ - ტრამპმა ზელენსკის და რუტეს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, მას ურჩევნია ყოვლისმომცველი შეთანხმება ომის დასასრულებლად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, მას ურჩევნია ყოვლისმომცველი შეთანხმება ომის დასასრულებლად.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში გამოცემა „აქსიოსის“ ჟურნალისტი ბარაკ რავიდი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროზე დაყრდნობით, რავიდი დონალდ ტრამპის ციტატასაც აქვეყნებს: „ვფიქრობ, სწრაფი სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესია“.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაში, ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე 15 აგვისტოს გაიმართა. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.