„აქსიოსი“ – სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს ახალი წინადადებებით მოსკოვში ჩავიდნენ

09:56, 09.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა ელჩებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უკრაინელ მომლაპარაკებლებთან და ევროპელებთან შეხვედრამდე, დონალდ ტრამპთან ერთად, უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენები და მშვიდობის მისაღწევად არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

„აქსიოსის“ წყაროების ცნობით, ტრამპთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე მაიკ ნიდჰემი.

გამოცემის ცნობით, განხილვის ერთ-ერთი თემა ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტაა, რაც თავდასხმებს შეაჩერებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის გადაზიდვებზე.

„ყველა ნერვიულობს ზამთრის გამო. ომი თუ არ შეწყდება, ეს რთული ზამთარი იქნება. სწორედ ამიტომ ცდილობს აშშ, მხარეებს შორის შუამავლობას საერთო წინადადების შესამუშავებლად“, – აღნიშნა „აქსიოსის“ წყარომ.

გამოცემა ასევე იტყობინება, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს მოსკოვს ეწვიონ ახალი წინადადებებით.

ამასთან, უკრაინელი მომლაპარაკებლები 9-10 ოქტომბერს ამერიკულ მხარეს შეხვდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მოლაპარაკებების გუნდს ასევე შეუერთდებიან ევროპელი პარტნიორებიც.

მსგავსი