„აქსიოსი“ – საუდის არაბეთსა და კატარში ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად აშშ-მა კიდევ ორი „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსა

13:56, 02.10.2026

საუდის არაბეთსა და კატარში ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად აშშ-მა კიდევ ორი „პეტრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსა.

ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსება ნავთობისა და გაზის ობიექტების დაცვას ისახავს მიზნად.

„აქსიოსის“ თანახმად, თავდაცვის სისტემა რეგიონში გასულ თვეში ჩაიტანეს.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციების განახლების შემთხვევაში აშშ-ს საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის გამოყენება დასჭირდება, თუმცა, სავარაუდოდ, უარს მიიღებს, თუ რიადი ჩათვლის, რომ მისი ენერგეტიკული ობიექტები ირანული თავდასხმების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

მსგავსი