„აქსიოსი“ - ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ზავის მიღწევის შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა და ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 95 დოლარი შეადგინა
„აქსიოსი“ - ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ზავის მიღწევის შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა და ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 95 დოლარი შეადგინა

ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ზავის მიღწევის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა და ბარელზე 100 დოლარზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ეს ერთი დღის განმავლობაში ნავთობის ფასების ყველაზე დიდი თავისუფალი ვარდნაა.

„აქსიოსის“ ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დონალდ ტრამპის თანხმობის შემდეგ ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 16%-ით დაეცა და, ამჟამინდელი მონაცემით, ბარელზე 95 დოლარს შეადგენს. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს მაინც გაცილებით მეტია, ვიდრე თებერვლის ბოლოს, რადგან ომის დაწყებამდე ნავთობის ფასი დაახლოებით 73 დოლარი იყო.

რაც შეეხება ამერიკული WTI-ს ტიპის ნავთობის ფასს, მედიის ცნობით, ის 14%-ით შემცირდა და ბარელზე 96 დოლარი შეადგინა.