„აქსიოსი” – ირანი აშშ-თან დაგეგმილი მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას და, სტამბოლის ნაცვლად, ომანში გამართვას ითხოვს
Iran's Foreign Minister Seyed Abbas Araghchi speaks during a joint press conference with his Iraqi counterpart in Baghdad on October 13, 2024. - Iran's top diplomat vowed upon his arrival in the Iraqi capital there would be "no red lines" for the country in defending its people and interests, ahead of Israel's expected retaliation for Iran's recent missile attack. (Photo by Murtaja LATEEF / AFP)
ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა, – ამის შესახებ „აქსიოსი” ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა თეირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს.
ამასთან, როგორც „აქსიოსი“ იუწყება, ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის და არა რამდენიმე არაბული და მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს სტამბოლში იყო დაგეგმილი.