„აქსიოსი“ – გასულ ღამეს ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს, სულ მცირე, ორი რაკეტა ესროლეს

09:39, 07.07.2026

ირანის სამხედრო ძალებმა გასულ ღამეს ჰორმუზის სრუტეში მიმავალ კომერციულ გემებს, სულ მცირე, ორი რაკეტა ესროლეს. ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურმა მიიღო შეტყობინება, რომ ომანის სანაპიროსთან, ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, სამხრეთის მიმართულებით მიმავალ ტანკერს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ირანულმა რაკეტამ მეორე კომერციული გემიც დააზიანა. ორივე ხომალდმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას დოჰაში აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტის საკითხზე გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების რაუნდი პროგრესის გარეშე დასრულდა.

მსგავსი