„აქსიოსი“ – დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გასულ კვირას სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიიდან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ „აქსიოსს“ ამერიკელმა და ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ტრამპმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ სირიის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედროების ყოფნა დაძაბულობას ზრდის და შესაძლოა, კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.
„მათ არ სურთ, რომ იქ იყოთ. ჯარები უნდა გადაადგილოთ და გაიყვანოთ“, – განუცხადა ტრამპმა.
წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა ლიბანსაც ეხება.
როგორც გამოცემა წერს, ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში სირიის პრეზიდენტს, აჰმად ალ შარაას შეხვდა.