„აქსიოსი“ - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ამერიკის, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთიანი პოზიციის შეჯერებას გეგმავენ 
„აქსიოსი“ - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ამერიკის, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთიანი პოზიციის შეჯერებას გეგმავენ 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ამერიკის, ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთიანი პოზიციის შეჯერებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს.

გამოცემა „აქსიოსის“ ინფორმაციით, შეხვედრა ამ უქმეებზე დიდ ბრიტანეთში გაიმართება. აქვე აღნიშნულია, რომ კიევიც და მისი ნატო-ელი მოკავშირეები შიშობენ, რომ პუტინთან სამიტის დროს, დონალდ ტრამპი, შესაძლოა, დათანხმდეს რუსეთის პრეზიდენტის წინადადებებს ისე, რომ უგულებელყოს ევროპელთა პოზიციები.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოირკვა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, დაასრულოს ომი, თუკი უკრაინა დათმობს ლუგანსკისა და დონეკცის ოლქებს, ასევე ანექსირებულ ყირიმს.