„აქსიოსი“ – აშშ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების გამართვას მომავალ კვირას ოსლოში გეგმავს
FILE - U.S. Middle East envoy Steve Witkoff attends and interview after participating in a meeting with U.S. Secretary of State Marco Rubio, U.S. national aecurity adviser Mike Waltz, Russian Foreign Minister Sergei Lavrov and Russian President Vladimir Putin's foreign policy advisor Yuri Ushakov, at Diriyah Palace, in Riyadh, Saudi Arabia, Feb. 18, 2025. (Evelyn Hockstein/Pool Photo via AP)
აშშ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების გამართვას მომავალ კვირას ოსლოში გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, იგეგმება დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა.
მედიასაშუალების ცნობით, მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის და არცერთ ქვეყანას ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებია.
შეხვედრა თუ შედგება, ეს იქნება თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირველი პირისპირ მოლაპარაკებები აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ.