აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქცია-მსვლელობას მართავენ
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქცია-მსვლელობას მართავენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტის, „ვოსორიტიდის“ ქვეყანაში შემოტანა და მედიკამენტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება.

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან, მეხუთე დღეა, აქციას მართავენ.

სოლიდარობის გამოსახატად მშობლების აქციას სხვადასხვა სფეროსა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.