აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან სანაპიროზე გადაინაცვლა
აქციის მონაწილეთა ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა და მსვლელობით სანაპიროზე გადაინაცვლა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე მხოლოდ სპეცრაზმი რჩება.
იქამდე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზის კაფსულები გამოიყენეს. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს.
ამასთან, აქციის მონაწილეთა შორის არიან დაკავებულები, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.