აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე პიროტექნიკას ისვრის [ფოტო/ვიდეო]

23:05, 31.03.2025

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეთა ნაწილი პიროტექნიკას ისვრის.

აქციის მონაწილეების ნაწილი ფოერვერკებს – ჰაერში, ნაწილი კი პარლამენტის შენობის მიმართულებით ისროდა. პიროტექნიკის ნაწილი აფეთქდა გზის სავალ ნაწილზეც.

„დგება ხალხის გაზაფხული“ – ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი