აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ წუთებში მეტრო „რუსთაველის“ ტერიტორიაზე იმყოფება
აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ წუთებში მეტრო „რუსთაველის“ ტერიტორიაზე იმყოფება

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. მომიტინგეების ნაწილი – მეტრო „რუსთაველის“ ტერიტორიაზე, ნაწილი კი ზანდუკელის ქუჩის მიმდებარედ რჩება.

მეტრო „რუსთაველის“ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ღონისძიებების შემდეგ გადაინაცვლეს. მოქალაქეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდნენ და დაშლისკენ მოუწოდებდნენ. სამართალდამცველებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნური ბარიკადებისგან გაათავისუფლეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან განთავსებული. სამართალდამცველები მომიტინგეებს მოუწოდებენ, თუ სურთ, ტერიტორია დატოვონ, მათ შესაძლებლობა აქვთ, მეტროთი გადაადგილდნენ. თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.