საპროტესტო აქციის მონაწილეთა მსვლელობა მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მსვლელობა მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულეს.

თბილისის ქუჩებში მსვლელობა აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზის კაფსულები გამოიყენეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან – სანაპიროზე, შემდეგ გმირთა მოედნის გავლით პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე გადაინაცვლეს.

თბილისის ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.