რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია
რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია

რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი დაეკავებინათ.

თავდაპირველად, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა რამდენიმე ადამიანმა სცადა, რომლებიც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თუმცა მოგვიანებით, გზის სავალ ნაწილზე აქციის სხვა მონაწილეებიც გადავიდნენ, რის შემდეგაც ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათიდან მიმდინარეობს.